დაბა ადიგენის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძარში, ივერიის ღვთისმშობლისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატებია დაბრძანებული.
სიწმინდეები სამცხე–ჯავახეთში აჭარიდან შემოაბრძანეს. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო პარაკლისი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ და სხალთის ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა აღავლინეს.
ყოველდღიურად საზეიმო წირვა 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სასულიერო პირი აღავლენს. სიწმინდეების მოლოცვა მოსახლეობას ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.
ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ავტობუსები დაინიშნება, რათა მოსახლეობამ წირვაზე დასწრება და სიწმინდეების მოლოცვა შეძლოს.
სრულიად საქართვლოს კათალიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, მომლოცველობა სტეფანწმინდიდან დაიწყო. სიწმინდეები, ერთი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში, სრულიად საქართველოში იმოგზაურებს.
მაშტაბური მომლოცველობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავს, ასევე უწმინდესის და უნეტარესის აღსაყდრებიდან 40 წლისთავსა და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.