საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდ კრებაში
მონაწილეობას არ მიიღებს. საპატრიარქოს ცნობით, აღნიშნული
გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. “წმინდა
სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ეკლესია წმინდა
და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. არის ისეთი
ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ.
კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ
გააკეთებს“ – განუცხადა ჟურნალისტებს მესტია-ზემო
სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა
სინოდის სხდომის განჩინების ოქმი სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე
16-27 ივნისს უნდა გაიმართოს, სადაც იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე
როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა
არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები,
კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს
შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა. ამ
საკითხებთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი
დამოკიდებულება აქვთ.
საქართველოს მართლმადიდებლური
ეკლესია წმინდა დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. საპატრიარქოს
ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა დღევანდელ სხდომაზე
მიიღო.
“წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება,
რომ ჩვენი ეკლესია წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ
მიიღებს. არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა
იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და
რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები,
საპატრიარქო განცხადებას შემდეგ
გააკეთებს“ – განუცხადა
ჟურნალისტებს მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ოქმი
სავარაუდოდ, დღესვე გამოქვეყნდება.