ახალციხეში ებრაული სინაგოგის 275 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
მთავრობის პირველ პირებს ელოდებიან. საქართველოში უძველესი ებრაული
სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებდან 153 წლის იუბილე
აღინიშნება. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ინფორმაციით, 29 მაისს ღონისძიება სახელწოდებით – “ქართულ–ებრაული
მეგობრობის 26 საუკუნე” გაიმართება. ოფიციალური პირების, დიპლომატიური
კორპუსისა და მოწვეული სტუმრების მიღება ახალციხის სინაგოგაში 14:00
საათზე მოხდება. შედგება ლოცვა. 15:00 საათზე ახალციხის ციხეზე
სტუმრების ოფიციალური დახვედრა მოეწყობა, სადაც ქორეოგრაფიულ და
ფოლკლორულ ნომრებს ანსამბლები: “მესხეთი” და “მესხი ფრთოსანი”
შეასრულებენ. ახალციხის მერი გიორგი კოპაძე სტუმრებს სიტყვით
მიმართავს. ციხის ტერიტორიაზევე გაიმართება ახალციხელი თვითნასწავლი
მხატვრის მიხეილ იაძისა და სამხატვრო სკოლის ნამუშევრების გამოფენა.
სტუმრები ახალციხის ციხის კომპლექსსა და მუზეუმს დაათვალიერებენ.
18:00 საათზე მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ქართული
ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით, ქართულ – ებრაული 26
საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
საქართველოში ერთადერთი უძველესი სინაგოგა ახალციხეში მდებარეობს,
რომელიც 1863 წელსაა განახლებული. თიკო კურტანიძე
ახალციხეში ებრაული სინაგოგის
275 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთავრობის პირველ პირებს
ელოდებიან.
საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი
განახლებდან 153 წლის იუბილე აღინიშნება.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 29
მაისს ღონისძიება სახელწოდებით – “ქართულ–ებრაული მეგობრობის 26
საუკუნე” გაიმართება.
ოფიციალური პირების, დიპლომატიური კორპუსისა და მოწვეული სტუმრების
მიღება ახალციხის სინაგოგაში 14:00 საათზე მოხდება. შედგება
ლოცვა.
15:00 საათზე ახალციხის ციხეზე სტუმრების ოფიციალური დახვედრა
მოეწყობა, სადაც ქორეოგრაფიულ და ფოლკლორულ ნომრებს ანსამბლები:
“მესხეთი” და “მესხი ფრთოსანი” შეასრულებენ. ახალციხის მერი გიორგი
კოპაძე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
ციხის ტერიტორიაზევე გაიმართება ახალციხელი თვითნასწავლი მხატვრის
მიხეილ იაძისა და სამხატვრო სკოლის ნამუშევრების გამოფენა. სტუმრები
ახალციხის ციხის კომპლექსსა და მუზეუმს დაათვალიერებენ.
18:00 საათზე მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში
ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილებით, ქართულ – ებრაული
26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი
ჩატარდება.
საქართველოში ერთადერთი უძველესი სინაგოგა ახალციხეში მდებარეობს,
რომელიც 1863 წელსაა განახლებული.
თიკო კურტანიძე