ახალციხის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს
13:54 / 01.04.2018
1–ლ აპრილს, სომხური სამოციქულო ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეგება. ახალციხის წმინდა გრიგორ განმანათლებლის
სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. წირვის ბოლოს ტაძრის წინამძღვარმა მრევლს მაცხოვრის აღდგომა ახარა. დღესვე მღვდელმსახურებმა ყველაზე მნიშვნელოვანი – ცეცხლის კურთხევის რიტუალი ჩაატარეს.
გადმოცემის მიხედვით, ეს ადამიანებისათვის ქრისტეს მიერ მიცემულ სინათლეს გამოხატავს. საკურთხევლიდან გამობრძანებული ცეცხლი მორწმუნეებმა სახლებში წაიღეს. მათ სჯერათ, რომ ცეცხლთან ერთად ოჯახებში სინათლე და სიკეთე შეიტანეს.
სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ აღდგომა ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია. მათი აზრით, ქრისტეს დაბადებამ, ჯვარცმამ და მკვდრეთით აღდგომამ, ადამიანების ცხოვრებას აზრი მისცა.
ქრისტე აღსდგა! ასე ესალმებიან ერთმანეთს მორწმუნეები ამაღლების დღესასწაულამდე და განკაცებული და ჯვარცმული უფლის აღდგომით ხარობენ.
ჯავახეთის ათ სოფელში სომეხი კათოლიკეები ცხოვრობენ, 1–ლ აპრილს, ისინიც სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში მივიდნენ დღესასწაულის აღსანიშნავად.