სამართალი
სათხაში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
მომხდარიდან შვიდი თვის შემდეგ, ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გ.მ. დამნაშვედ სცნო.

საქმე ეხება 2018 წლის 10 აგვისტოს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარს, რა დროსაც შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ამავე სოფლის მკვიდრი გ.მ. მეორე დღესვე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
| Print |