სამართალი
,,ჰიბრიდული ომები" – სუსის ანგარიში საქართველოს პარლამენტს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ერთერთი მთავარი პრობლემა ,,ჰიბრიდული ომის" მეთოდებია,
რომელიც ყველაზე აქტიურად საქართველოს მოწყვლად რეგიონებში გამოიყენება.

ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოყენებულ ჰიბრიდული ომის მეთოდებს.

,,ყალბი ახალი ამბებით, ფაქტების დამახინჯებითა და ისტორიის გაყალბებით მიზანმიმართულად ხდებოდა მოსახლეობის პოლარიზაცია, მცდარი შეხედულებებისა და შიშის გავრცელება. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვან როლს წარმოადგენს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების და მათ მიერ კონტროლირებადი ჰაკერული ჯგუფების მიერ სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევის და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორცილება".




| Print |