სამართალი
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლის სარჩელი უზენაეს სასამართლოშია

 

სოფიო შევჩენკო ახალციხის მერიის წინააღმდეგ - საქმე ბოლო ინსტანციაშია. თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

„სამი დღის წინ მივიღე წერილი, რომ წარმოებაში მიიღეს და ახლა დასაშვებობაზე იმსჯელებენ. იმედი მაქვს განიხილავენ“, - ამბობს სოფიო შევჩენკო, რომელიც სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. მისი სარჩელი ახალციხის რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სოფიო შევჩენკო ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქმის წარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2 წელიწადნახევარი მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ შეირჩა.

სოფიო შევჩენკოს პოზიციის დატოვება 2017 წლის 14 ნოემბერს მოუწია. ახალციხის მერიამ მიზეზად დაუსახელა, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარა.

 

| Print |