სამართალი
საქონლის ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა
საქონლის ქურდობაში ბრალდებული სამი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, ოთხ ივნისს იმსჯელა. თითოეულ ახალგაზრდას 30 000ლარიანი გირაო შეეფარდა.

პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ გაითვილასწინა და ბრალდებულებს გირაო შეუფარდა.

პოლიციამ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ბრალდებით, ჰ.მ. შ.თ. და რ.მ ორ ივნისს დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |