სამართალი
შსს–მ ახალქალაქის ინციდენტში მონაწილე 2 პირი დააკავა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეაჩერეს მძღოლი.

მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (ასკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში 2 მოქალაქე დააკავა.

დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში.
| Print |