სამართალი
ახალქალაქის ინციდენტისას დაკავებული ორი პირი ხელწერილით გამოუშვეს

 

ახალქალაქში, ადგილობრივების და სამართალდამცველების დაპირისპირებისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავებულ მოქალაქეებს ხელწერილი დააწერინეს და პოლიციიდან გამოუშვეს. 

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.

ახალქალაქში, მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
| Print |