სამართალი
სოფელ ჩორჩანთან ავარიისას ორი პირი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანთან. თვითმხილველების თქმით, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის გვერდზე, რამდენიმემეტრიან არხში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირი. ერთს გულმკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება, მეორეს კი წარბი აქვს გახეთქილი. ორივე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ გამოკვლევები უტარდებათ.

"ორივეს მდგომარეობა არის სტაბილური. ერთს ზედაპირული ექსკორიაციები აღენიშნება, მეორეს უტარდება ინსტრუმენტული კვლევები. საბოლოო შედეგი ამის შემდეგ გვეცოდინება“, - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შსს-მ გამოძიება სისლხის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ადგილი, სადაც ავტომობილი ჩავარდა
| Print |