სამართალი
პეტიცია რეზინის ტყვიების აკრძალვის შესახებ
"აიკრძალოს რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა,"- ამ მოთხოვნით პეტიცია საქართველოში შეიქმნა. საჭიროა 20 ათასი ხელმოწერის შეგროვება, ჯერჯერობით პეტიციას ხელი 1623-მა ადამიანმა მოაწერა.

პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი - არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

| Print |