სამართალი
ახალციხეში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა (ვიდეო)
ავტოსაგზაო შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანამ „მერსედესს“ უკნიდან დაარტყა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ორივე ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები. მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდება.

| Print |