სამართალი
ბორჯომში ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბორჯომში, ქალაქის ცენტრში 70 წლამდე ქალს, გზის გადაკვეთისას სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

დაშავებული სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. კლინიკის ხელმძღვანელი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ ქალს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა.
"ჯერჯერობით მდგომარეობა არ ვიცით, ფეხი აქვს დაზიანებული და ოპერაცია უკეთდება, ამის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. ამ წუთებში ქალაქში მოძრაობა შეფერხებულია.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
| Print |