სამართალი
ავარია ახალციხეში, არიან დაშავებულები
ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი დაშავდა. კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ დაზიანებები მსუბუქია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ორივე დაშავებული ჩვენთან არის, საშიში არაფერია. თავის ზედაპირული ტრავმები აქვს ორივეს, ერთს წელი აქვს დაზიანებული, ხერხემალი დარტყული, ხელი მოტეხილი, მეორეს სახე, კბილები აქვს ჩამტვრეული. დღესვე გავწერთ და სახლში გააგრძელებენ მკურნალობას", - გვითხრა მზია კაკოშვილმა.

ახალციხის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |