სამართალი
ახალციხეში "ზუმერის" მაღაზია გაქურდეს

 

პაატა ნათენაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს. ჩამსხვრეულია კარის მინა, პოლიციამ მუშაობა უკვე დაასრულა, ადგილზე მუშები არიან, რომლებიც დაზიანებულ კარს აკეთებენ და ტერიტორიას ასუფთავებენ. მენეჯერის თქმით, წაღებულია ნივთები, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ადგენენ.

შემთხვევა დაახლოებით, ღამის 3-ის ნახევრიდან სამ საათამდე პერიოდში მოხდა. მენეჯერი გვიყვება, რომ სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ადგილზე დაცვის და კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა ტექნიკის გატანა მაინც შეძლეს.

"სალაროდან თანხა არ არის გატანილი. ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოიღო პოლიციამ და იმედია დაადგენს ვინ ჩაიდინა", -
გვითხრა მენეჯერმა რიტა პარუნაშვილმა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 27 °C
img
ახალქალაქი 26 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 27 °C
img
ბორჯომი 31 °C
img
თბილისი 35 °C
img
აბასთუმანი 22 °C
img
ბაკურიანი 20 °C
img
ნინოწმინდა 26 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2583
RUB
RUB
100
4.4507
TRY
TRY
1
0.5138
USD
USD
1
2.9354
AMD
AMD
1000
6.1733
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.