სამართალი
ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს

 

დაბა ასპინძაში ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს. 53 წლის ბ.მ.-ს საკუთარ სახლში მეგობარმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დამნაშავე პოლიციას თავად ჩაბარდა.

"ერთად იყვნენ სულ, მშენებლობებზეც ერთად მუშაობდნენ. ხშირად სვამდნენ. გავიგეთ, რომ როცა მოკლა, პოლიციაში ავიდა და ყველაფერი აღიარა" - ამბობენ ასპინძაში.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრალდებული კაცი დაკავებულია, დეტალებს კი მოგვიანებით გაასაჯაროვებენ.
| Print |