სამართალი
საქონლის ქურდობაში ბრალდებულ ბიჭებთან საპროცესო გაფორმდა

 

პროკურატურასა და სამ ახალგზარდას შორის, რომელსაც ბრალდების მხარე საქონლის ქურდობას ედავებოდა, საპროცესო შეთანხმება შედგა. ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი და თითოეულს ჯარიმის სახით, 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

„მოპარული ოთხი სული საქონლის ზიანი მთლიანად აანაზღაურეს და ბოდიში მოუხადეს. სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება, რადგან პირველი შემთხვევა იყო და თანაც ორი ბიჭი თვრამეტი წლისაა, ერთი კი 20-ის“, - ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც ქურდობას გულისხმობს.

აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ოთხ ივნისს იმსჯელა. თითოეულ ახალგაზრდას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
| Print |