სამართალი
სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ისა და ვაზაგაშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

 

სტრასბურგის სასამართლო დღეს, 18 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ 3 სხვადასხვა საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სტრასბურგის დროით 10:00 საათზე გამოქვეყნდება - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ (ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე); ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ლევან და გიორგი ყარამანიშვილები და ტელევიზია „საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ; და გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტები) საქმეებზე“, - აცხადებენ უწყებაში.
| Print |