სამართალი
ნინოწმინდის მაღაზიიდან ნისიების რვეული და სურსათი მოიპარეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჩალში, 27 ივლისს, ღამით, მაღაზია გაქურდეს.

რადიო ნორის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა 330 ლარის ოდენობით და ნისიების რვეული.

მაღაზია ხანჩალის ადგილობრივ მკვიდრს აივაზ ელოიანს ეკუთვნის.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით, რომელიცქურდობას გულისხმობს.
| Print |