სამართალი
ნინოწმინდაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

ნინოწმინდის სოფელ განძასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შემთხვევის შეგეგად "ფოლკსვაგენის" მარკის მანქანის ორი მგზავრი გარდაიცვალა. ისინი სოფელ განძის მკვიდრები არიან. ინფორმაციას რადიო nor ავრცელებს. 

სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის მძღოლმა. იგი ახალქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შსს–მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

| Print |