ექვს თვეში, სამცხე-ჯავახეთში მოძალადე 9 ქალი და 48 კაცია
2019 წლის პირველ-მეორე კვარტალში, სამცხე-ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შედეგად, მსხვერპლის სტატუსი 54 ქალსა და 8 კაცს მიენიჭა. დანაშაულების სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქართველოს მასშტაბით, ოჯახში ძალადობის მუხლით, ორ კვარტალში სულ 809 ქალია მოძალადე, 3 872 კი კაცი.
ამავე პერიოდში მსხვერპლის სტატუსი 4059 ქალსა და 886 კაცს მიენიჭა. აქედან ოთხი პირი 17 წლამდე ასაკისაა.
2018 წელს მსხვერპლის სტატუსი 6 893 პირს მიენიჭა, 2019 წლის მხოლოდ ორ კვარტალში კი 4 945 ადამიანს. გასულ წელს 6 625 მოძალადეა რეგისტრირებული, 2019 წლის ექვს თვეში კი 4 681.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემით, 2019 წლის I-II კვარტალში, სულ 33 399 დანაშაულია რეგისტრირებული.