სამართალი
გარდაცვლილი მუშა ბაკურიანში სამუშაოდ აჭარიდან იყო ჩასული
56 წლის ნ.შ. რომელიც ბაკურიანში მშენებლობიდან გადმოვარდა, სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. მას ამ დრომდე ახალციხეში ექსპერტიზა უტარდება. ბაკურიანში ამბობენ, რომ მამაკაცი ადგილობრივი არ არის და დაბაში სამუშაოდ აჭარიდან ჩამოვიდა.

„ადგილობრივი არ იყო, ბაკურიანში 90% სხვა ქალაქებიდან ჩამოსულები მუშაობენ. კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, შიდა სამუშაოების აწარმოებდნენ და რანაირად გადმოვარდა არ ვიცი“, - გვითხრა მერის წარმომადგენელმა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. გოჩა გობრონიძის თქმით, შემთხვევა კოხტაგორის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ბაკურიანში რამდენიმე სასტუმროსა და აპარტამენტს შპს „კოხტა დეველოპმენტი“ აშენებს. პროექტს „კოხტა მიტარბი“ ჰქვია.

შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. მამაკაცს სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
| Print |