სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოლაჯურთან
დღეს, 26 აგვისტოს,  სოფელ ბოლაჯურისა და პატარა სმადას შორის ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით 14:10-სთ-ზე მოხდა. 

ხეს შეეჯახა "ტოიოტას" მარკის მანქანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავდა მამაკაცი.

ადგილზე გასულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |