სამართალი
"დაბრალდა ჩემსას, ეს კი დამნაშავე რომ არ იყო, ექსპერტიზამაც დაადასტურა" – ჯარისკაცის დედა
კიდევ ერთხელ გადაიდო სასამართლო პროცესი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სერგო ჯიმშერაშვილის გარდაცვალების მიზეზებს ადგენს.

3 თვიანი კომის შედეგად გარდაცვლილი სამხედროს გამო ხუთ სამხედრო პირს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიება ოთხ სამხედროს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ხოლო მეხუთეს – ირაკლი სამხარაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გამო ედავება.

ბორჯომის მკვიდრის, ირაკლი სამხარაძის ჩვენების მიხედვით, მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სერგო ჯიმშერაშვილს მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც ის მაგიდასა და სკამს შორის თავით დაეცა. ირაკლი სამხარაძის დედა ამბობს, რომ 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ მისი შვილი ციხიდან გათავისუფლდა, თუმცა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

| Print |