situs toto slot
სომხეთის მოქალაქემ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანა სცადა
სამართალი
სომხეთის მოქალაქემ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის შემოტანა სცადა
მებაჟე ოფიცრებმა 153 916 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

| Print |