სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

 

ახალციხეში ერთამანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 24 სექტემბერს, თამარაშვილის და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, წრიულთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა „ზებრაზე“ ქვეითს გზა დაუთმო და გაჩერდა, უკნიდან კი მეორე მანქანა დაეჯახა. დამუხრუჭება ვერც უკან მომავალმა მესამე მანქანამ მოასწრო.

„დისტანცია არ ჰქონდათ დაცული, ახლო-ახლოს მიდიოდნენ, ამიტომ ვერც ერთმა მოასწრო დამუხრუჭება, პირველს მეორე შეეჯახა, მეორეს მესამე“, - გვითხრეს შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
| Print |