შინდისის გმირების მემორიალი დააზიანეს
შინდისის გმირების მემორიალი დააზიანეს. პოლიციამ 20 წლამდე ასაკის პირი ამხილა, რომელიც დანაშაულს აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, მხილებული პირი შეურაცხადია.