სამართალი
ახალციხეში ერთი პირი დააკავეს
ახალციხეში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.

დაკავების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მეზობლები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ. თუმცა ამბობენ, რომ მისი დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის.

,,ადრეც დააკავეს, თუმცა მაშინ თანხა გადაიხადა და მალევე გამოუშვეს, კარგი ადამიანია, გადასარევი ოჯახი ჰყავს. საბითუმო მაღაზია აქვს და ამით ცხოვრობენ" - ამბობენ ადგილობრივები.

კ.ა. 30 სექტემბერს, დღეს დილით, სპეცრაზმმა საკუთარ სახლში აიყვანა.
| Print |