ახალციხეში, სოფელ ივლიტასთან მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს, 10 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო და მძღოლი დაჯარიმდა.