სამართალი
ქმარმა ცოლი მოკლა
ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. კაცმა ქალი სავარაუდოდ, ქამრით გაგუდა. წყვილს 3 არასრულწოვანი შვილი ჰყავს.

როგორც შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. უწყების ინფორმაცით, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

რადიო "თავისუფლებას" წყარომ უთხრა, რომ ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. მისივი თქმით, გუშინ, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც საღამოს შინ დაბრუნდნენ, მოგვიანებით სახლიდან გავიდნენ, გვიან ღამით კი მამაკაცი პოლიციაში თავისი ავტომობილით მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაში იყო. წყაროს ცნობით, ქმარმა ცოლი გაგუდა.
| Print |