სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო მცირეწლოვანმა, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვს ყურზე მცირე, ზედაპირული ექსკორიაცია აღენიშნებოდა.

"პირველადი დახმარება აღმოვუჩინეთ, მცირეწლოვანს მსუბუქი ექსკორიაცია ჰქონდა, რომელიც დაუმუშავდა, ბავშვმა კლინიკა უკვე დატოვა", - გვითხრა ხათუნა კეკელაშვილმა. 

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

"ავტომობილები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა. სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ იმიტომ დაიწყო გამოძიება, რომ კლინიკაში ბავშვის გადაყვანა გახდა საჭირო", - ამბობენ შსს-ში. 
| Print |