სამართალი
ავარიას ტრაილერის მძღოლი ემსხვერპლა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

| Print |