სამართალი
ჰაკერულ თავდასხმებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალებების ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო jnews.ge,"სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის", "დემოკრატ მესხთა კავშირისა" და "parvana.ge" ვებგვერდებიც, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო.

აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

სამთავრობო და სხვა ვებგვერდები დღეს, 28 ოქტომბერს დაჰაკეს.
| Print |