სამართალი
ავარიის შედეგად დაშავებულს ტრავმატოლოგიური ოპერაცია სჭირდება (ვიდეო)
ავარიის შედეგად დაშავებულ მგზავრს ქვედა კიდურებისა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. კლინიკა ,,იმედში“ ამბობენ, რომ დაშავებულს ტრამვული შოკი აქვს და სასწრაფოდ ოპერაცია ესაჭიროება.

,,პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ტრავმატოლოგიური ოპერაცია ესაჭიროება, ამიტომ თბილისშია სასწრაფოდ გადასაყვანი. ახლა რენდგენის პასუხს ველოდებით“ – TV9NEWS.GE-სთან განაცხადა კლინიკა ,,იმედის“ კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში უნდა გადაიყვანოს.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |