სამართალი
16 ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა საგანგაშო სტატისტიკა
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, 16 ადამიანისთვის ლუდომანია ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, სუიციდის მიზეზი გახდა – ინფორმაციას “იმედი” ავრცელებს.

საგანგაშოა ლუდომანიის პრევენციის ცენტრის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 500 გამოკითხული მოსწავლიდან, თითქმის ნახევარი, აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.


კვლევისთვის მე-9-დან მე-12 კლაისის ჩათვლით 500 მოსწავლე გამოიკითხა. მათ შორის 55% ბიჭი და 45% გოგონა, რომელთაგან 48%-ს შეხება აქვს აზარტულ თამაშებთან.

ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – პრეზიდენტის თამარ ჯაფარიძის მიერ “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ნათქვამია რომ დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი თითქმის მილიონამდე მივიდა. მისივე თქმით აზარტული თამაშების გამო სუიციდის ბოლო შემთხვევა გუშინ იმერეთში, საჩხერის რაიონში მოხდა.

როგორც თამარ ჯაფარიძე ამბობს ლუდომანიით მოზარდები არიან შეპყრობილი, მათ შორის კი ვინც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ყველაზე ზრდასრული 31 წლის იყო.

მესამე სექტორი და ფსიქოლოგები გამოსავალს მკურნალობასა და კანონპროექტის მიღებაში ხედავენ.

ლუდომანიის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა საქართეველოს პირველი არხის ოპერატორმა სანდრო ბერაძემ. მისი ცხედარი დღეს იპოვეს ცხვარიჭამიასთან.
| Print |