სამართალი
მეორე დღეა, რაც parvana.ge დაჰაკულია
მეორე დღეა, რაც ,,ფარვანას" ვებ-გვერდი დაჰაკულია.

პირველად, ვებ-გვერდი 28 ოქტომბერს, განმეორებით გუშინ, 2 ნოემბერს დაჰაკეს. გვერდზე ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.


ამ წუთებში გვერდზე წარწერა "ჯგუფი მხოლოდ კაცებისთვის" სჩანს.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურაზე, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.

გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანდა.

ახალციხეში კიბერშეტევა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის", ,,სამხრეთის კარიბჭის", ჯავახეთის საინფორმაციო სააგენტო jnews.ge, "სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრისა" და "parvana.ge-ს" ვებგვერდებზეც განხორციელდა.
| Print |