სამართალი
ახალციხეში ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს
ქალაქ ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე „ზუმერი“ მეორედ გაქურდეს. შემთხვევა 4 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. მენეჯერის თქმით, წაღებულია ტექნიკა, თუმცა კომპანიაში ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ იციან.

„დაზიანებული იყო ერთ-ერთი ვიტრინა, ტექნიკა წაღებულია, მაგრამ რა და რამდენი ჯერ არ ვიცი, ახლა ვაკეთებთ აღწერას. ობიექტზე სიგნალიზაციაც გვაქვს და ვიდეოთვალიც“, - გვითხრა რიტა პარუნაშვილმა.

შსს-ში ამბობენ, რომ ცხელ კვალზე ოთხი პირი დააკავეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთასნხმებით ჯგუფის მიერ ქურედობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მაღაზია პირველად 15 ივლისს გაქურდეს. მაშინ „ზუმერიდან“ მობილური ტელეფონები მოიპარეს. შსს-მ რამდენიმე დღეში ქურდობაში ბრალდებულები, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავა.
| Print |