სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აზერბაიჯანის 8 მოქალაქე დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანიდან საქართველოში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის რვა მოქალაქე დააკავეს.

მათი ინფორმაციით, დაკავება 3 ნოემბერს, დაახლოებით 00:20 წუთზე, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოხდა. დაკავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია. დაკავებულთა შორის ყველაზე უფროსი 20 წლის მამაკაცია.

მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
| Print |