სამართალი
10 თვის მონაცემებით უკანონოდ 7 241 კუბური მეტრი ხე მოიჭრა
2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ჯამში გაცემული ნებართვით 282 855.4 კუბური მეტრი ხეა მოჭრილი. მათ შორის: სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საჭიროების გამო 57 742.6 კუბური მეტრი ხე; სოციალური საჭიროებისთვის 219 251.5 კუბური მეტრი ხე; 5861.3 კუბური მეტრი ხე კი სანიტარული მიზნით მოიჭრა.

2019 წლის 1-ლი იანვრიდან-დღემდე ხე-ტყის უკანონო მოჭრის 1429 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1267 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის ნიშნების მქონე 162 ფაქტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში, ჯამში 7241 კუბური მეტრი ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტია დაფიქსირებული.
| Print |
თეგები: ხის ჭრა / ხე / სატყეო /