ჭაჭარაქთან მანქანა არხში გადავარდა
დღეს, 8 ნოემბერს, სოფელ ჭაჭარაქთან ,,ექსტრამითის" სადისტრიბუციო ავტომანქანა არხში ჩავარდა.
შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანის გადავარდნა მიწის ჩამოშლამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით, 250 ლარით დაჯარიმდება.