სამართალი
ახალციხეში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე 84 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაზიანება მიიყენა მუცლის არეში.

მეზობლების თქმით, ეს თვითდაზიანების პირველი მცდელობა არ ყოფილა.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

,,მუცლის არეში შემავალი ჭრილობები ჰქონდა, ამიტომ ოპერაცია გაუკეთდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებნა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
| Print |