სამართალი
მოსამართლემ სასაცილო გადაწყვეტილება მიიღო - ადიგენის მუსლიმი მოსახლეობა
ადიგენის სოფლების - კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საუბარია საქმეზე, რომლის მიხედვითაც ადიგენში, ნასოფლარ ქვაბიჯვართან საპატრიარქოს სახელზე 2018 წელს რეგისტრირებული ტერიტორია, მოსამართლე გია ბერაიამ ისევ მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში დატოვა.

ადმინისტრაციულ სარჩელზე გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 11 ნოემბერს გამოაცხადა. მანამდე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს. გადაწყვეტილების გამოცხადებას მოპასუხე მხარეებიდან მხოლოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი დაესწრო.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ სასამართლომ ადიგენის სადავო მიწები საპატრიარქოს საკუთრებაში დატოვა

| Print |