სამართალი
ნინოწმინდაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში. სოფელ ეშტიაში "ჰონდას" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ინფორმაციას რადიო nor ავრცელებს.

შემთხვევა დღეს, 26 ნოემბერის, 11: 3O საათზე მოხდა. ავარიის შედეგად, ავტომობილში მსხდომი სამივე ადამიანი დაშავდა. ისინი მოტეხილობებით ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები სოფელ ეშტიის მაცხოვრებლები არიან.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |
თეგები: ეშტია / ავარია /