სამართალი
ახალქალაქში მანქანა ქვეითს დაეჯახა

 

ახალქალაქში, აღამშენებელის ქუჩაზე, მეოთხე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ინფორმაციას JNEWS.GE ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა, რომელიც ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
| Print |