სამართალი
ასპინძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. მსუბუქი მანქანა ტროტუარზე მიმავალ ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქვეითად მოსიარულე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,იმედში" გადაიყვანა.

,,ყველაფერი მოულოდნელად მოხდა, არც  დაჯახების ხმა ყოფილა ძლიერი, მთავარია, რომ გადარჩა" - ამბობენ თვითმხილველები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
| Print |