სამართალი
ახალციხეში, საპატრულო პოლიციასთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ ახალციხეში. თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის შენობასთან მსუბუქი ავტომობილი, „ოპელის“ მარკის მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დაჯარიმდა. რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სატრანსპორტო საშუალების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია. ისჯება 250-ლარიანი ჯარიმით.
| Print |