სამართალი
ვინ არის სამცხე-ჯავახეთის პირველი პოლიციელი
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი, ლევან ხარაბაძემ დაიკავა.

შსს მინისტრმა ბრძანებას ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. უწყება, რეგიონის პირველი პოლიციელის შესახებ, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016-2018 წლებში ეკავა დიდუბე ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი.

ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ავთანდილ გალდავამ სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტში გადაინაცვლა.







| Print |