სამართალი
ახალქალაქში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე 35 წლამდე ასაკის ქალს Volvo-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა 21 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.
შსს-ში "მეცხრე არხს" უთხრეს, რომ ახალქალაქის რაიონულმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გააზიარეთ :