სამართალი
ავარია ასპინძაში - მოზარდების მდგომარეობა მძიმეა
დღეს, 25 დეკემბერს, ავარია მოხდა ასპინძაში. ორი მეშვიდე კლასელელი მოპედით ავტომანქანას შეეჯახა.

დაშავებული მოზარდები კატასტროფის მანქანით ახალციხეში გადმოჰყავთ. ადგილობრივების განმარტებით, მოსწავლეთა მდგომარეობა მძიმეა.

,,მოპედით იყვნენ მეშვიდეკლასელები, მანქანას შეეჯახნენ, გათიშულები არიან ჯერ კიდევ" - ამბობენ ასპინძელები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |